LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Wizz Air საქართველოში ახალ ბორტგამცილებლებს ეძებს

1976
66433147-2296651853745554-8932656523906121728-n

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air  ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბორტგამცილებლებს ეძებს. შესაბამისი ინფორმაცია კომპანიამ სოციალური ქსელის ”ფეისბუქის” მეშვეობით გაავრცელა.

რაც შეეხება მოთხოვნებს, Wizz Air -ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დასაქმების მსურველები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:

უნდა იყვნენ სულ მცირე 18 წლის;

სიმაღლე გოგოს შემთხვევაში უნდა იწყებოდეს 165 სანტიმეტრიდან, ბიჭის კი -175 სანტიმეტრიდან;

მკლავის სიგრძე უნდა იყოს 210 სანტიმეტრი (იგულისხმება რომ ხელის აწევის დროს, 210 სანტიმეტრამდე უნდა წვდებოდეს) ;

უნდა ფლობდნენ ინგლისურ და დამატებით კიდევ ერთ ენას ( პოლონურს, უკრაინულს, ქართულს, სერბულს, ან სხვას);

უნდა ჰქონდეთ მოქმედი სამოგზაურო პასპორტი;

არ უნდა უჩანდეთ ტატუ ან/და პირსინგი;

უნდა შეეძლოთ 60 წუთში მომზადება ფრენისა და გამგზავრებისთვის.

“გსურს გახდე ენერგიული გუნდის წევრი და იმოგზაურო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში? Wizz Air იწვევს მოტივირებულ, ახალგაზრდა კანდიდატებს ქუთაისის ბაზისთვის. მოდი 9 ან 23 აგვისტოს სასტუმრო “ბესთ უესთერნში” 10:00 საათზე და გახდი ბორტგამცილებელი!”, -აცხადებენ ავიაკომპანიაში.

12 ახალი ევროპული მიმართულება ქუთაისიდან - რომელ ქალაქებში იფრენთ წლის ბოლოდან

შეთანხმებას ხელი ქართულმა და უნგრულმა მხარეებმა უკვე მოაწერეს.

აღსანიშნავია, რომ Wizz Air-მა ახალი თანამშრომლების მოძიების პროცესი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ავიარეისების დანიშვნასთან დაკავშირებით დაიწყო. Wizz air – ის მეოთხე ბაზირებული ბორტი 2019 წლის ბოლოდან რეგულარულ ფრენებს ევროკავშირის ქვეყნების 7 მიმართულებით დაიწყებს: პოზნანი, ჰამბურგი, ნეაპოლი, ვენეცია, პიზა, ფრანკფურტი და ბადენ-ბადენი, ხოლო 2020 წლის ზაფხულიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს მეხუთე ბაზირებული საჰაერო ხომალდით კიდევ ევროპის 5 ახალი მიმართულება დაემატება: სტოკჰოლმი, ნიურნბერგი, ტურკუ, ნიცა და ჰერაკლიონი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები