LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Wizz Air მზადაა, საქართველოში ტურისტების შემოყვანა უნგრეთიდან დაიწყოს -მინისტრი

84
97996479-3027168064039499-2740097823843287040-o

ჩვენ მზად ვართ უსაფრთხოდ ვუმასპინძლოთ ევროპელ ტურისტებს ,- ამის შესახებ ნათია თურნავამ საქართველოში უნგრეთის ელჩთან ვიქტორია ჰორვატთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენაზე. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, უნგრულმა ავიაკომპანიამვიზეარი“, რომელიც საქართველოს ბაზარზეც ოპერირებს, მზადყოფნა გამოხატა, რომ ტურისტების შემოყვანა უნგრეთიდან დაიწყოს.

უნგრეთის ელჩი: თქვენს მშვენიერ ქვეყანაში გამოვგზავნით ტურისტებს

ნათია თურნავამ უნგრეთის ელჩთან ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილა

„უნგრეთი შეიძლება ერთ-ერთი იყოს იმ სახელმწიფოთა შორის, საიდანაც ჩვენთან შესაძლოა, პირველი ვიზიტორები ჩამოვიდნენ. დღეს შევხვდი უნგრეთის ელჩს საქართველოში და მან დაადასტურა ის დიდი სურვილი, რასაც გამოხატავენ უნგრეთის მოქალაქეები, რომ ჩამოვიდნენ საქართველოში. ასევე არის მზადყოფნა ოფიციალურ დონეზე. ჩვენ მალე დავასრულებთ პროცედურებს და მზად ვიქნებით იმისთვის, რომ უსაფრთხოდ ვუმასპინძლოთ ევროპელ ტურისტებს. ძალიან გაგვიხარდება, თუკი უნგრეთი ერთ-ერთი პირველი იქნება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები