LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Wizz Air-მა საქართველოდან ფრენების განახლების თარიღი გადაწია

140
390-1

მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე Wizz Air საქართველოდან ყველა მიმართულებით ფრენას 20 აპრილამდე აჩერებს. ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს. მათივე ცნობით, ასევე ცვლილებები ეხება ფრენებს შემდეგი ქვეყნებიდან:

ალბანეთი – ფრენები გაუქმდება 23 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით.

ფინეთი – ფრენები შეჩერდება 2 აპრილამდე,

პორტუგალია – ევროკავშირს მიღმა მყოფი ქვეყნების მიმართულებით ფრენები 17 აპრილამდე შეჩერდება.

სამგზავრო შეზღუდვები გამოწვეულია COVID-19-ის პანდემიის გავრცელებისა და თავიდან აცილების მიზნით.

Wizz Air ქუთაისიდან ფრენებს უკვე ყველა მიმართულებით აჩერებს

გაიგეთ, როგორია გაუქმებული მიმართულებების და ფრენების შეჩერების თარიღები

მომხმარებლებს, რომლებსაც აღნიშნული ცვლილება შეეხო და რომლებსაც დაჯავშნილი ჰქონდათ ბილეთები ავიაკომპანიის ვებგვერდისა თუ მობილური აპლიკაციის საშუალებით, მიიღებენ შეტყობინებას ელ.ფოსტაზე. დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ ავიაკომპანიას: 0 706 777 483

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები