LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Wizz Air იტალიის მიმართულებით ფრენებს აჩერებს

821
390-1

დაბალბიუჯეტიანმა უნგრულმა ავიაკომპანია Wizz Air-მა ბუდაპეშტიდან იტალიის ქალაქების მიმართულებით ფრენების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. მიზეზი, ცხადია, კორონავირუსის გავრცელების საფრთხეა.

როგორც უცხოური მედია იუწყება, ბუდაპეშტიდან იტალიისკენ რეისები 10 მარტიდან 4 აპრილის ჩათვლით შეჩერდება.

Wizz Air-ის ვებგვერდის მიხედვით, ბუდაპეშტიდან რომში, ბოლონიის, კატანიას, ნეაპოლის, მილანის და ბარის მიმართულებით ფრენები არ იძებნება და მითითებულია „ფრენების გარეშე“.

ავიაკომპანია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.

იტალიასთან ფრენები არ შეწყდება

გამყრელიძის თქმით, იტალიას მძლავრი ჯანდაცვის სისტემა აქვს და ამ ეტაპისთვის ახერხებს კორონივურსთან გამკლავებას.

რაც შეეხება საქართველოს, ქართული მხარე იტალიასთან ავიამიმოსვლის შეწყვეტას ჯერ არ გეგმავს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განმარტა, იტალიასთან ფრენების შეწყვეტის აუცილებლობა არ დგას. მისივე თქმით, იტალიას მძლავრი ჯანდაცვის სისტემა აქვს და ამ ეტაპისთვის კორონივურსთან გამკლავებას ახერხებს, გამომდინარე აქედან, იტალიასთან საზღვრის ჩაკეტვა მიზანშეწონილი არ არის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები