LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Wizz Air ინდოეთის მიმართულებით ფრენების დაწყებას გეგმავს

90
Wizz-Air-plane-e1564994232138-916x515

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ინდოეთის მიმართულებით ავიარეისების განხორციელებას განიხილავს. ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა შეხვედრები უკვე გამართეს ინდოეთის აეროპორტების ადმინისტრაციასთან (AAI) .

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას avianews.ge ინდოეთის აეროპორტების ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. ამ უკანასკნელმა Wizz Air-თან თანამშრომლობაზე მიკრობლოგ Twitter-ზე დაწერა.

„ოპერირების ქსელის ან გაფართოების მიზნით Wizz Air-ი XLR A320 ტიპის საჰაერო ხომალდების შეძენას გეგმავს. მათ შეხვედრები გამართეს ინდოეთის აეროპორტების ადმინისტრაციასთან და გამოხატეს ინტერესი 2021 წლიდან ინდოეთის ქალაქებთან ავიამიმოსვლა დაიწყონ. თავდაპირველად იყო შემოთავაზება, რომ ფრენები ქვეყნის ჩრდილოეთ და დასავლეთ ნაწილების მიმართულებით განხორციელდეს”, – განმარტავენ ინდოეთის აეროპორტების ადმინისტრაციაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები