LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Wizz Air-ის ბილეთის დაჯავშნისას, ავტომობილის დაქირავებასაც შეძლებთ

149
k1600-p1480787

Wizz Air-ის ვებგვერდზე ბილეთის დაჯავშნისას, უკვე ავტომობილის დაქირავებაც შესაძლებელია. ავტომობილების გაქირავების საერთაშორისო კომპანია Sixt-ი Wizz Air-ის პარტნიორი გახდა.

აღსანიშნავია, რომ მომხმარებლებისათვის Sixt-ის ავტოპარკი ხელმისაწვდომია მსოფლიოს 44 ქვეყანაში. Sixt-ი კლიენტებს სხვადასხვა ფასის სერვისს სთავაზობს – ავტომობილის დაქირავების მსურველს შესაძლებლობა აქვს, დაიქირაოს მსუბუქი ავტომობილიდან დაწყებული სპორტული კაბრიოლეტით დასრულებული სატრანსპორტო საშუალებები.

Sixt-ის სერვისი ხელმისაწვდომია საქართველოშიც, კერძოდ – თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში.

შეგახსენებთ, მანქანის დაქირავების სერვისი ხელმიწავდომია როგორც ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე, ასევე მობილურ აპლიკაციაშიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები