LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წითელას გავრცელების კოეფიციენტით, საქართველო მსოფლიოში მე-5 ადგილზეა

witela

წითელას გავრცელების კოეფიციენტით, საქართველო მსოფლიოში მე-5 ადგილზეა. საუბარია ბოლო ერთ წელიწადში ერთ მილიონ მოსახლეზე დაავადების გამოვლენის მაჩვენებელზე. მონაცემებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.

წითელას გავრცელების ყველაზე მაღალი კოეფიციენტი უკრაინაშია, სადაც დაავადების 36 520 შემთხვევაა დაფიქსირებული (კოეფიციენტი 821.81). სერბეთის, ალბანეთისა და ლიბერიის შემდეგ ცხრილში საქართველოა, სადაც ბოლო ერთ წელიწადში წითელას 1562 შემთხვევა დაფიქსირდა (კოეფიციენტი 397.92).

ამასთან, ბოლო ერთ წელიწადში წითელას გავრცელების მაღალი მაჩვენებელი ასევე, დაფიქსირდა მონტენეგროში, საბერძნეთში, ისრაელში, მადაგასკარსა და იემენში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები