LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წინასაარჩევნოდ “ნაციონალური მოძრაობის” გარშემო ახალი ფანჩატურის გაკეთების ნიშნები გამოჩნდა: ვოლსკი

46
გია ვოლსკი

“სატელიტ პოლიტიკურ პარტიებს “ნაციონალურ მოძრაობაზე” ჩამოკიდებული გამარჯვებისა და რაღაც ადგილების მოპოვების სურვილი არ გაქრობიათ,” – აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის და ამბობს, რომ “წინასაარჩევნოდ “ნაციონალური მოძრაობის” გარშემო ახალი ფანჩატურის გაკეთების ნიშნები გამოჩნდა”.

როგორც ვოლსკი აღნიშნავს, “ნაციონალური მოძრაობა” გარკვეულ პოლიტიკურ სუბიექტებში ყოველთვის წარმმართველი ძალა იყო და მათი წინასაარჩევნო მუშაობაც აქედან გამომდინარე იქნება.

ვოლსკიმ ამ საკითხზე ისაუბრა იმ კითხვის საპასუხოდ, თუ რატომ აჭიანურებენ ოპოზიციური პარტიები საარჩევნო კამპანიის დაწყებას.

მან “ნაციონალური მოძრაობის” პარლამენტში დარჩენაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ეს მუშაობის საჭიროებით არ არის განპირობებული:

“ნაციონალური მოძრაობის” პარლამენტში დარჩენა არ არის განპირობებული მუშაობის საჭიროებით. პარლამენტში დარჩენას ისინი განიხილავენ, როგორც დამატებით მექანიზმს, რათა ეს დესტაბილიზაცია გაღრმავდეს და განვითარდეს. კონსულტაციები საჭიროა, აუცილებელია, მაგრამ განცხადება ერთია, მეორეა მუშაობის პროცესი, რომელშიც “ნაციონალურ მოძრაობას” ვერ ვხედავთ, არამარტო ამ თემაზე არამედ სხვა ნებისმიერ თემაზე, რომელიც საგანგებო მნიშვნელობის იყო ბოლო პერიოდში.” – თქვა ვოლსკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები