LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წინაპრების თავდადებამ შემოგვინახა ეს საგანძური, რომელსაც განსაკუთრებული ზრუნვა და მოფრთხილება სჭირდება: არჩილ თალაკვაძე მოსახლეობას დედაენის დღეს ულოცავს

106
Untitled design

“ჩვენი წინაპრების თავდადებამ, მათ შორის, 1978 წელს საზოგადოების მტკიცე და ერთსულოვანმა ძალისხმევამ, დღემდე შემოგვინახა ეს საგანძური, რომელსაც განსაკუთრებული ზრუნვა და მოფრთხილება სჭირდება.” – 14 აპრილს დედაენის დღე აღინიშნება, სწორედ ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მიმართვას ავრცელებს.

თალაკვაძე ქართულ ენას ერის მრავალსაუკუნოვან თავგადასავალს უწოდებს:

“ქართული ენა ჩვენი ერის მრავალსაუკუნოვანი თავგადასავალია.

ქართული ენის სამივე ანბანი – ასომთავრული, ნუსხური და მხედრული – კაცობრიობის არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს. მსოფლიო დამწერლობათა შორის, ქართულ ანბანს გამორჩეული ადგილი უკავია თავისი უნიკალური, დახვეწილი, რიტმული გრაფიკული სტილითა და ჟღერადობით.

ჩვენი წინაპრების თავდადებამ, მათ შორის, 1978 წელს საზოგადოების მტკიცე და ერთსულოვანმა ძალისხმევამ, დღემდე შემოგვინახა ეს საგანძური, რომელსაც განსაკუთრებული ზრუნვა და მოფრთხილება სჭირდება.” – წერს თალაკვაძე “ფეისბუქში”.

საქართველოში დედაენის დღე 14 აპრილს, 1990 წლიდან აღინიშნება.

ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად დაწესდა.

სწორედ 1978 წლის 14 აპრილს, საქართველოს უამრავი მოქალაქე შეეწინააღმდეგა საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს დაკარგავდა და სსრკ-ის სახელმწიფო ენად მხოლოდ რუსული ენა დარჩებოდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები