LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წინა წელთან შედარებით, საქართველოში სასტუმროებში განთავსება გაიაფდა

66
1

2019 წლის აგვისტოში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 151 ლარი შეადგინა, 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა – 230 ლარი, ხოლო  5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა 488 ლარი. თბილისში ამ ტიპის სასტუმროებში (ანუ 5-ვარსკვლავიანში) სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 592 ლარი შეადგინა, აჭარაში – 461 ლარი, კახეთში – 398, ხოლო სამცხე-ჯავახეთში – 390.

რაც შეეხება საოჯახო ტიპის სასტუმროებს, მათი საშუალო ფასი აგვისტოში 75 ლარი იყო.

საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2019 წლის აგვისტოში, 2019 წლის ივლისთან შედარებით, 3.4%- ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 2%-ით გაიზარდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 4.6%-ით გაიზარდა.

2019 წლის აგვისტოში, 2018 წლის აგვისტოსთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი 2.4%-ით შემცირდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 5.3%-ით შემცირდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 3.1%-ით გაიზარდა.

ინფორმაციას კვლევითი ორგანიზაცია Policy and Management Consulting Group – PMCG ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები