LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წინა სემესტრებისგან განსხვავებით, წელს დისტანციური კომპონენტი უფრო მძლავრად იქნება გამოყენებული – ნუნუ მიცკევიჩი

294
87903422-o

„წინა სემესტრებისგან განსხვავებით, წელს დისტანციური კომპონენტი უფრო მძლავრად იქნება გამოყენებული“,-ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა „ფორტუნას“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი რა რეჟიმში გაგრძელდება ახალი სასწავლო წელი სექტემბრიდან, თუმცა როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, იმ შემთხვევაში თუ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება ამისთვის სამინისტრო მზადების პროცესშია.

აბიტურიენტებს გამოცდის ჩაბარება პირბადის გარეშე შეეძლებათ: რა შემთხვევაში ჩაირთვება კონდიციონერი

"განათლების სამინისტრო ტექნიკურად ძალიან კარგად მოემზადა გამოცდების ჩასატარებლად".

„წინასწარ სექტემბრის სიტუაციზე საუბარი გაგვიჭირდება, თუმცა სისტემა ემზადება ახალი სასწავლო წლის განალხებისთვის. ჩვენი სურვილია რომ ეს იყოს არადისტანციურ რეჯიმში და ინფრასტრუქტურულად ჩვენ ამისთვის ვემზადებით, თუმცა შემიძლია უმაღლესი განათლების სისტემაზე გითხრათ, რომ წინა სემესტრებისგან განსხვავებით, წელს დისტანციური კომპონენტი უფრო მძლავრად იქნება გამოყენებული ისე, რომ ჰიბრიდული სწავლება იქნება უფრო მეტად დაშვებული ვიდრე ეს იყო წინა წლებში. საგანმანათლებლო პროგრამებში იქნება დისტანციური და არადისტანციური კომპონენტი გათვალისწინებული.

რაც შეეხება სკოლებს, შევხედავთ სიტუაციას. ამ მიმართულებით რამდენიმე სცენარი მუშავდება. როგორიც იქნება რეკომენდაციები ჯანდაცვის სისტემის მხრიდან განათლების სამინისტრო მზად არის უზრუნველყოს მოწოდებული რეკომენდაციების შესრულება და სკოლის მოსწავლეებს და სტუდენტებს დაახვედროს უსაფრთხო გარემო მათი ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად“,-განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა.