LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წინ მიზნისაკენ! –  წარმატების 5 ფორმულა

582
Highly-successful-people

წარმატება არის ის, რაც ყველას სურს ცხოვრებაში. უკლებლივ ყველას უნდა, იყოს წარმატებული და მნიშვნელოვანი გარშემომყოფებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ წარმატების მისაღწევად დიდი შრომაა საჭირო, ამაში პატარ-პატარა დეტალებიც დაგეხმარებათ, რომლებიც თქვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს…

წინ მიზნისაკენ!

დღის დასაწყისი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს განსაზღვრავს იმას, თუ როგორ წარიმართება მისი დარჩენილი ნაწილი. საწოლიდან პოზიტიური განწყობით წამოდექით, ღრმად ჩაისუნთქეთ, გაუღიმეთ თქვენს თავს სარკეში და იფიქრეთ იმაზე, რას გეგმავთ ამ დღეს.

იზრუნეთ ჯანმრთელობაზე

ნათქვამია, რომ ჯანმრთელობა ყველაფერი არ არის, თუმცა ყველაფერი ჯანმრთელობის გარეშე არაფერია. შერყეული ჯანმრთელობით წარმატების მიღწევა გაცილებით ძნელია ვიდრე მაშინ, როცა ჯანმრთელი ხართ, ამიტომ იზრუნეთ საკუთარ თავზე. იკვებეთ ჯანსაღად, დაიტვირთეთ ფიზიკურად, სვით წყალი და თავი დაანებეთ თამბაქოს მოხმარებას. შედეგად უფრო ჯანმრთელიც იქნებით და პროდუქტიულიც.

იქონიეთ ყოველდღიური კონტაქტი საყვარელ ადამიანებთან

ადამიანი სოციალური არსებაა. იმისთვის, რათა თავი ბედნიერად იგრძნოს, მას სხვა ადამიანებთან კონტაქტი სჭირდება, თუმცა რასაკვირველია, გარკვეული დოზით. ჩაეხუტეთ თქვენს მეუღლეს ან პარტნიორს, ეთამაშეთ შვილებს ან შეურბინეთ მეგობარს ჭიქა ყავაზე – ეს ბევრად მშვიდს და გაწონასწორებულს, ასევე ბედნიერს გაგხდით.

დააფასეთ ის, რაც გაქვთ

იყავით მადლიერი ცხოვრების მიმართ ყველაფერი იმის გამო, რაც გაქვთ. მთავარი კარიერული წინსვლა ან ფულის შოვნა კი არ არის, არამედ საკუთარი მიღერვების დაფასება.  იფიქრეთ იმაზე, თუ რამდენი რამ გაქვთ და არა იმაზე, რა გაკლიათ.

გამოიძინეთ

გადაღლილ გონებას გენიალური იდეები ძნელად თუ მოუვა.  ყველა პროდუქტიული და წარმატებული დღე წინა ღამის ძილით იწყება, ასე რომ გამოძინება მნიშვნელოვანია. ძილის წინ თბილი შხაპის მიღება რელაქსაციაში დაგეხმარებათ. შეგიძლიათ დაძინებამდე საყვარელ მუსიკას მოუსმინოთ…

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები