LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წილოსანი ზურაბიშვილზე: კარგი იქნება, თუ დროულად გააკეთებს განცხადებას

146
BeFunky-collage (4) (1)

სალომე ზურაბიშვილის მიმართ ოპოზიციის მიერ გამოთქმულ კრიტიკას “ქართული ოცნების” დეპუტატი ნინო წილოსანი ეხმაურება. პრეზიდენტი უმცირესობის მხრიდან კრიტიკის ობიექტი გუგუტიანთკარში მიმდინარე პროცესებზე რეაგირების არქონის გამო გახდა.

როგორც წილოსანი ამბობს, ის ისურვებდა, ზურაბიშვილს საჯაროდ და რაც შეიძლება დროულად გაეკეთებინა განცხადება. ქართული ოცნების დეპუტატის თქმით, კარგი იქნება თუ პრეზიდენტი  გუგუტიანთკართან დაკავშირებით განცხადებას დროულად გააკეთებს.

„ვისურვებდი, რომ მას საჯაროდ დაეფიქსირებინა და რაც შეიძლება დროულად გაკეთებინა განცხადება, თუმცა ასევე ვფიქრობ, რომ ის აუცილებლად გააკეთებს ამ განცხადებას უახლოეს მომენტში. გამიჭირდება მისი დუმილის მიზეზი გამოვიცნო, ასე ვთქვათ, თუმცა დარწმუნებული ვარ, ის დუმილის მიუხედავად, გარკვეულ მოქმედებებს აკეთებს, რა თქმა უნდა, კომუნიკაციაზე იქნება ხელისუფლებასთანაც და მუდმივად იღებს ინფორმაციას, რა ხდება ამ სოფელში და ზოგადად, ოკუპაციის მიმართებით. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რა თქმა უნდა, კარგი იქნება, თუ ის დროულად გააკეთებს განცხადებას,“ – განაცხადა “რუსთავი 2” -თან ნინო წილოსანმა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, გია ვოლსკი კი ფიქრობს, რომ ოპოზიციის კრიტიკა სალომე ზურაბიშვილის დისკრედიტაციას ემსახურება.

„ისე ხატავენ სურათს, თითქოს და იმ პერიოდში, როდესაც ჩააბარეს საქართველოს დიდი ნაწილი რუსეთის საოკუპაციო ძალას, თავს იწონებდნენ იმით, რომ CNN-ზე და სხვა საერთაშორისო ახალი ამბების გადაცემაში საქართველოს თემა იყო პირველი და პრიორიტეტული. თითქოს ეს არის თემა, რომლითაც უნდა ებრძოლოს ხელისუფლება ოკუპაციას. გაცილებით უფრო რთული თემაა, გაცილებით უფრო მძიმეა მემკვიდრეობა და გაცილებით უფროა დიდია დანაშაული, დანაშაული თუ დანაშაულებრივი შეცდომები, რომელიც იმ ხალხმა ჩაიდინა, ვინც ცდილობს დღეს, რომ სიტუაცია ისე დახატოს, თითქოს ხელისუფლება, პრეზიდენტი სათანადო ყურადღებას არ აქცევს ამ საკითხებს“ – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა დღეს თქვა, რომ როცა განცხადების გაკეთებას გადაწყვეტს, მედიას გააფრთხილებს.

“ყველაფრის შესახებ გაგაფრთხილებთ, როცა გადავწყვეტ განცხადების გაკეთებას ან სხვა უფრო სერიოზულ რამეს. მე ვიყავი გასულ კვირას, ვიცი ყველაფერი, რაც ხდება და ვაპირებთ, რომ… სერიოზულად მუშაობს მთავრობა და მეც ვარ ჩართული, გილოცავთ ფერისცვალებას!” — უთხრა პრეზიდენტმა “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები