სარბოლო გუნდმა, Williams Martini Racing-მა ფანებისთვის კონკურსი გამოაცხადა, რომლის გამარჯვებულიც მიიღებს უფლებას სილვერსტოუნში, კოლექტივის ავტოფარეხში ღამე გაატაროს. როგორც ცნობილია, ლოგინს ”ფორმულა ერთის” ორ ბოლიდს შორის დადგამენ.

კონკურსში მონაწილეობის უფლება მხოლოდ 25 წელს გადაცილებულ ადამიანებს აქვთ, რომლებიც ბელგიაში, იტალიაში, გერმანიაში, რუსეთში, ესპანეთში ან დიდ ბრიტანეთში ცხოვრობენ. კონკურსანტებმა უნდა შეადგინოს მოთხრობა, რომელიც ას სიტყვაზე გრძელი არ იქნება იმის შესახებ, თუ რატომ უყვართ რბოლა და რატომ იმსახურებენ ღამის ავტოფარეხში გატარებას. მოთხრობის დაწერა შესაძლებელია ინგლისურ, ფრანგულ, იტალიურ, რუსულ ან გერმანულ ენაზე.

საკონკურსო ნამუშევარი Airbnb-ის ექაუნთიდან უნდა იყოს გაგზავნილი, განაცხადები 20167 წლის 16 მაისამდე მიიღება, გამარჯვებულს თან ერთი ადამიანის წაყვანა შეუძლია. მათ ელით შეხვედრა Williams Martini Racing-ის წარმომადგენელთან კლერ უილიამსთან, პილოტ ფელიპე მასასთან და გუნდის სხვა მექანიკოსებთან და ინჟინრებთან.

Williams-ის ავტოფარეხში გამარჯვებულები ღამეს ასევე Martini Art-ის ნახატების კოლექციასთან ერთადაც გაატარებენ.

პრიზს გამარჯვებული 14-16 ივლისს დიდი ბრიტანეთის გრან პრის მსვლელობისას მიიღებს.

მსგავსი თემები