LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წიაღის სარგებლობასთან დაკავშირებული ბიზნესპროცესები გამარტივდება

105

წიაღის სარგებლობასთან დაკავშირებული ბიზნესპროცესები გამარტივდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, მოხდება საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგება, რომელიც დღეს ბიზნესისთვის დაბრკოლებაა და არა ხელშეწყობა.

„ეს ნიშნავს იმას, რომ როგორც თვით ლიცენზიის მოპოვება, ასევე შემდგომ მასთან დაკავშირებული საკითხები და სახელმწიფოსთან კომუნიკაცია მნიშვნელოვნად გაადვილდება, მათ შორის, დასრულდება პლატფორმა, რომელიც აღნიშნულ ბიზნესში ჩართულ კომპანიებს საშუალებას მისცემს, რომ მათ ონლაინრეჟიმში ჰქონდეთ კომუნიკაცია სახელმწიფოსთან. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოხდება საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგება, რომელიც დღეს არის დაბრკოლება და არა ხელშეწყობა ბიზნესისთვის“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

წიაღის რეფორმის შედეგად, დაინერგება ლიცენზირების ელექტრონული პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული ლიცენზიის გაცემის, მასში ცვლილების, ლიცენზიის ფარგლებში წარმოდგენილი წლიური ანგარიშების, ასევე რეგულირების საფასურის ანგარიშგების შესახებ ინფორმაციის ელექტრონულად წარმოების შესაძლებლობას. შეიქმნება ელექტრონული ანგარიშგების შესაძლებლობა და ლიცენზიის მფლობელს სახლიდან გაუსვლელად შეეძლება სახელმწიფოსთან ანგარიშგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები