LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წერტილოვანი დარტყმებით უფრო რეალური ბრძოლა შეიძლება ვირუსთან – გორგია

272
gorgia-620x330

ჰიპერმარკეტების ქსელ „გორგიას“ კომერციული დირექტორი, დავით აზმაიფარაშვილი ფიქრობს, რომ წერტილოვანი დარტყმებით უფრო რეალური ბრძოლა შეიძლება ვირუსთან. ამით, ბიზნესსაც, განსაკუთრებით საცალო სექტორის ბიზნესს და მოსახლეობას შეიძლება მეტი შეღავათი ჰქონდეს და დადებითი შედეგებით გამოვიდეს ქვეყანაც და ეკონომიკაც.

„ძალიან მნიშვნელოვანი და პროდუქტიული შეხვედრა იყო, განვიხილეთ, არსებული  ვითარებიდან გამომდინარე, წერტილოვანი შეზღუდვების უფრო გამკაცრება“, – აღნიშნა დავით აზმაიფარაშვილმა მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა და ბაზრობების ხელმძღვანელებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ.

„შეხვედრას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და ბიზნესისთვის შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ როდესაც დაგეგმილად აკეთებ, თუნდაც შემზღუდავ ღონისძიებებს, უფრო დადებით შედეგს იღებ, ვიდრე მეორე დღეს გამოაცხადებენ, რომ ახალი შეზღუდვა შემოდის. ასეთ შეხვედრებს მივესალმებით და მოხარულები ვიქნებით, რომ ასეთ რიტმში გაგრძელდეს“, – განაცხადა დავით აზმაიფარაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები