LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წელიწადნახევრის წინ გაყინული თევზი და საშიში ბაქტერიები – რა უნდა იცოდეთ, თუ თვითმფრინავის საჭმელი გიყვართ

463
flight 2

ჯეისონ ელდერმენი ერთ-ერთია, რომელიც თვითმფრინავის საკვებით მოიწამლა. მას NBCNEWS  ესაუბრა, რომელიც ამერიკულ ტელევიზიასთან ამბობს, რომ მოწამვლა მუჰამედ ალისთან 10 რაუნდის წაგებას ჰგავდა. სწორედ ამის შემდეგ, ტელეკომპანია დაინტერესდა, რამდენად უსაფრთხოა თვითმფრინავის საკვები. 

ჟურნალისტის გამოძიებამ აჩვენა, რომ თვითმრინავის ქეითერინგი ისეთი ინდუსტრიაა, რომელიც ნაკლებად კონტროლდება. როგორც ამერიკული მედია წერს, ზოგადად, მას უნდა აკონტროლებდეს კვების უსაფრთხოების ფედერალური სააგენტო, თუმცა, სააგენტოს ინფორმაციით, შტატების აეროპორტების დიდი ნაწილი, მათ შორის, ჩიკაგოს, დალასის და ატლანტის აეროპორტები სააგენტოს იურისდიქციას არ ექვემდებარება.

როგორც NBC NEWS წერს, გასულ ორ წელიწადში ინსპექტორებმა თვითმფრინავის ქეითერინგში უამრავი ალერგიული საკვები აღმოაჩინეს. 2018 წელს ,

ინსპექტორმა წელიწადნახევრის წინ გაყინული თევზი იპოვა “მოძრავ მაცივარში”. ამერიკულმა ტელეკომპანიამ ინსპექტორების რეპორტებში ასევე ნახა, რომ ავიაქეითერინგში ჯანმრთელობისთვის საშიში ბაქტერიები იყო. 

ჯეისონ ელდერმენი ამბობს, რომ მან ჭკუა ისწავლა. ის ყოველ წელს 100 ათას მილს დაფრინავს, მაგრამ ყოველთვის თავისი საკვები დააქვს. „არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად მშიერი ვარ, თვითმფრინავში მაინც არ ვჭამ“, – ამბობს ელდერმენი.
 

 

cnews

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები