LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წარმოუდგენელია უვადო „მწვანე სტატუსზე” საუბარი, კორონავირუსი არ არის წითელა, გადაიტანო და მთელი ცხოვრება თავისუფალი იყო: ივანე ჩხაიძე

112
ივანე ჩხაიძე

საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც კოვიდგადატანილ ადამიანებს, „მწვანე სტატუსი” მუდმივად ექნებათ, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე ეხმიანება და აცხადებს, რომ წარმოუდგენელია უვადო „მწვანე სტატუსზე” საუბარი, რადგან კორონავირუსი არ არის წითელა, გადაიტანო და მთელი ცხოვრება თავისუფალი იყო.

როგორც „პალიტრანიუსის“ ეთერში ივანე ჩხაიძემ განაცხადა, კორონავირუსის გადატანის შემდეგ ბუნებრივი იმუნიტეტი, ანუ დამცველობითი ძალა არის 6 თვე. მისივე თქმით აღნიშნული გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა შეიცვალოს, რადგან ამ მხრივ საკოორდინაციო საბჭოს პოზიცია და საბოლოო გადაწყვეტილება დიამეტრიულად განსხვავდება სამედიცინო ხედვისგან.

“კოვიდის გადატანის შემდეგ პირს მწვანე სტატუსი ექნება მუდმივად” – გიორგი ღიბრაძე განმარტავს რა შემთხვევაში ენიჭება მოქალაქეს მწვანე სტატუსი და რომელ დაწესებულებებში დაგვჭირდება

ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ გადახედონ ე.წ. მწვანე სტატუსის საკითხს, რომელიც ამჟამად, კოვიდგადატანილ პირს მუდმივად ენიჭება

„ეს გადაწყვეტილება არის პოპულისტური და არასწორი, ამით გენოციდისკენ მიდიან“ – ვატო სურგულაძე კოვიდ გადატანილი პირისთვის მწვანე სტატუსის უვადოდ მინიჭებაზე

„ის კვლევები, რომელიც დღეს არის ჩატარებული კორონავირუსის გადატანიდან 6-8-თვიანი პერიოდის შემდეგ, დამცველობითი ძალები კლებულობს და რეინფიცირების რისკი მატულობს. 6-თვიანი პერიოდი უნდა იყოს საქართველოში გამოყენებული. პოზიცია მკაფიოდ იყო დაფიქსირებული 6-თვიან ვადასთან დაკავშირებით. ეს არის ის უნივერსალური ვადა, რომელიც მიღებულია ყველა ქვეყანაში. არცერთი ქვეყანა არ აფიქსირებს 1-წლიან პერიოდს. საერთოდ წარმოუდგენელია უვადოზე საუბარი, ეს მგონი რაღაც ტექნიკური ხარვეზი ან გაუგებრობაა. კორონავირუსი არ არის წითელა, რომ გადაიტანო და მთელი ცხოვრება თავისუფალი იყო. კორონავირუსი ამ დაავადებისგან ძალიან განსხვავდება. ეს ერთ-ერთი ნაწილია, რომელიც აუცილებლად უნდა შეიცვალოს. ამ მხრივ საკოორდინაციო საბჭოს პოზიცია და საბოლოო გადაწყვეტილება დიამეტრიულად განსხვავდება სამედიცინო ხედვისგან“, – განაცხადა ჩხაიძემ.

ივანე ჩხაიძემ განაცხადა, რომ სამედიცინო პერსონალისთვის ვაქცინაცია სავალდებულო უნდა იყოს.

„“მწვანე პასპორტებთან“ დაკავშირებით გადაწყვეტილება არა 15 ნოემბერს, არამედ 1-ელ ნოემბერს რომ შემოგვეღო, ესეც შესაძლებელი იყო. ადრე თუ გვიან, ალბათ, ვაქცინაციის პროცესში ვალდებულების კომპონტენტის დამატებაზე ნაბიჯის გადადგმა მოგვიწევს. ეს არაპოპულარული გზაა, მაგრამ ძალიან ბევრი ქვეყანა წავიდა ამ გზით. შერჩეულ ჯგუფებში სავალდებულო ვაქცინაცია, თუნდაც სამედიცინო პერსონალი, ყველაზე მარტივი და ლოგიკური ნაბიჯია. არ მინდა მე იმ ექიმთან მივიდე, რომელიც არ არის ვაქცინირებული. არ მინდა მივიდე კუჭის ტკივილით და წამოვიდე კორონავირუსით ინფიცირებული“, – აღნიშნა ჩხაიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები