LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წარმატებული ქართველი დიზაინერი, რომელსაც სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს

6241
mariam-gvasalia-news19

„სოლიდარობის ფონდი“ აქვეყნებს ვიდეოს, სადაც წარმატებული ქართველი დიზაინერი, მარიამ გვასალია ფონდის საქმიანობას მხარდაჭერას უცხადებს. როგორც მარიამი ჰყვება, თავად აქვს სიმსივნის დიაგნოზი და ამით ცხოვრება საკმაოდ რთულია, მით უმეტეს, თუკი ადამიანს შესაბამისი სახსრები არ გააჩნია…

მარიამ გვასალია:

რომ გავიგე, რომ ჩემი დიაგნოზი იყო სიმსივნე, არ ვიცი, რამდენად ადეკვატური რეაქცია მქონდა. მგონი, ვერც აღვიქვი კარგად, იმდენად მოულოდნელი იყო. ძალიან რთული პერიოდი უნდა გაიარო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოთმინებით და გაგებით მოეკიდო, პროცესი გაიწელება, არ იქნება მარტივი, იქნება დამღლელი და მტკივნეული. ყველაზე რთულია, როცა ამის გადატანა ბავშვებს უწევთ. ყველაზე დიდი ტრავმა მშობლებისთვისაა. ყველაზე მნიშვნელოვანი, სამწუხაროდ, არის ფინანსური მხარე. რაც უნდა ემოციურად მდგრადი იყო და კარგი ექიმების ხელში აღმოჩნდე, თუ ფინანსური მხარე არ იქნება გამართული, ფაქტობრივად, შეუძლებელია, რომ ამ ყველაფერს გაუმკლავდე. ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების სოლიდარობა, რომ არც ერთი მშობელი არ ჩავარდეს გამოუვალ მდგომარეობაში. ყველას შეგვიძლია ვიყოთ ქველმოქმედები…

მარიამ გვასალია მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის მონაწილეა თბილისში, ახლახან კი მადრიდის მოდის კვირეულზეც გამოიტანა ახალი კოლექცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები