LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წალენჯიხაში თხილით დატვირთული ტრაქტორი გადაბრუნდა: არის მსხვერპლი

123
Capture

წალენჯიხაში ავტოსაგზაო შემთხვევას ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, სოფელ საჩინოში თხილით დატვირთული ტრაქტორი გადაბრუნდა, რის შედეგადაც შუა ხნის ქალი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა.

უბედური შემთხვევა დღეს მოხდა. სოფლის რწმუნებულის, ანზორ შეროზიას განცხადებით, დაშავებულები მეზობლები არიან და მათ სოცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

“თხილით იყო ტრაქტორი დატვირთული. ფერდობზე ადიოდა, რა დროსაც საბურავი მოძვრა და გადაყირავდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, დაშავებულებიც არიან, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ყველა ერთმანეთის მეზობელია”, – აცხადებს შეროზია.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა გულისხმობს,რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები