LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვვარაუდობ, რომ უახლოეს ერთ თვეში გადაწყდება რუსეთთან უვიზო რეჟიმისა და ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი“ – დიმიტრი ლორთქიფანიძე

122
Untitled design

„მოსკოვსა და თბილისს შორის ფრენები შესაძლოა ერთ თვეში განახლდეს“ – ამის შესახებ „პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის“ ხელმძღვანელი, დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებს.

როგორც ლორთქიფანიძე „მთავარ არხთან“ სატელეფონო საუბარში განმარტავს, პირველ ეტაპზე გადაწყდება უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, რასაც მოჰყვება ავიამიმოსვლის აღდგენაც.

„ძალიან მალე ველოდებით, რომ დანაპირები აღსრულდება. ჩვენ ველოდით, რომ უფრო ადრე მოხდებოდა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო კიდევ გადაიდო და ახლა უკვე ველოდებით. ამასთან დაკავშირებით დსთ-ს საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო სათათბირო დეპუტატმა, ბატონმა კალაშვნიკოვმაც გააკეთა განცხადება, რომ უკვე იმ მიჯნაზეა საკითხები მიყვანილი, რომ უკვე ძალიან მალე მოხდება ამ საკითხების გადაწყვეტა, ორივეს ერთად. ეს იქნება უვიზო მიმოსვლა და მას მოჰყვება  ავიამიმოსვლა… გულახდილად რომ გითხრათ, ვვარაუდობ უახლოესი ერთი თვის განმავლობაში, ამას რატომ უნდა შეეწინააღმდეგოს მთავრობა“ – ამბობს ლორთქიფანიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები