LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვუსამძიმრებ პირველკლასელებს მრავალწლიან ციხეში მოხვედრას – ზურა ჯაფარიძე

541
Involving pupils in school policies

ახალი სასწავლო წლის დაწყებას ზურა ჯაფარიძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება. ის სკოლაში შესვლას ციხეში მოხვედრას ადარებს და ამბობს, რომ პირველკლასელების უმეტესობას, ჯოჯოხეთის გავლა მოუწევს.

“ვუსამძიმრებ პირველკლასელების აბსოლუტურ უმრავლესობას მრავალწლიან ციხეში მოხვედრის გამო. 

"ჩვენ ვიცით, თუ რა გვინდა ბავშვებს ვასწავლოთ" - როგორი იქნება "გირჩის" სტანდარტების სკოლა

სიგიჟეა ეს სისტემა, რომ ეროვნულ გამოცდებამდე მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგიძლია მიხვიდე, თუ დაასრულე განათლების სამინისტროს მიერ აღიარებული სკოლა. იქნებ ამ გამოცდებს ისედაც ვაბარებ?

თქვენ გელით საკუთარი მშობლებისა და ბებია-ბაბუის მიერ შექმნილი ჯოჯოხეთის გავლა, სადაც:

– დაგამცირებენ;

– მოგექცევიან როგორც მონებს;

– დაგაზეპირებინებენ სრულიად გამოუსადეგარ ზღვა ინფორმაციას;

– არ მოგცემენ განვითარების შესაძლებლობას იმ მიმართულებებით, რომლებიც გაინტერესებთ;

– გასწავლიან ფარისევლობას;

– დაგაკარგვინებენ აზროვნების უნარს;

– შეგაზიზღებენ სწავლას და ფიქრს;

– შეგაზიზღებენ დილით გაღვიძებას;

– საბოლოო ჯამში გაგწირავენ წარუმატებლობისთვის და სიღარიბისთვის.

და ამ ყველაფერს თავად თქვენი მშობლები და ბებია-ბაბუა დააფინანსებენ.

ბოდიში რომ ჯერ კიდევ ვერ შევძელით თქვენი დახსნა,” – წერს ჯაფარიძე.

ცნობისთვის, “გირჩი” გეგმავს სკოლის შექმნას, რომელიც ბავშვებს ეყვარებათ.

პირველი სკოლა თბილისში უნდა განთავსდეს და ის 500-1200 ბავშვზე იქნება გათვლილი.

ნახეთ, გირჩის სკოლაზე ვრცლად: “ჩვენ გვექნება სკოლა, რომელიც ბავშვებს ეყვარებათ” – “გირჩის” ინიციატივას ინვესტორი გამოუჩნდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები