საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლაშა ბექაურს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში გამარჯვებას ულოცავს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში წერს

“პირველი ოქრო!

ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულია! ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში გერმანელი ედუარდ ტრიპელი დაამარცხა! ვულოცავ ლაშას და მთელ საქართველოს!”- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

21 წლის ქართველმა ფალავანმა, რომელმაც ოლიმპიადამდე ერთი თვით ადრე მხრის სერიოზული ტრავმა მიიღო, მთელი ტურნირი სახვევით ჩაატარა.

ფინალურ შეხვედრაში ლაშა ბექაური ტურნირის აღმოჩენას გერმანელ ედუარდ ტრიპელს დაუპირისპირდა და დამაჯერებელი გამარჯვებაც მოიპოვა. ლაშამ ფინალში ტრიპელს ვაზარი აუღო და სამი წამი დააკლდა მეტოქის შესაბოჭად, მაგრამ ლაშამ ბრძოლა ჭკვიანურად მიიყვანა გამარჯვებამდე.

თემო ლობჟანიძე
ავტორი

მსგავსი თემები