LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვუერთდები ქართველი ხალხის ბედნიერებას, ტკივილებსა და მათ მოლოდინებს, მთელი გულით ვლოცულობ თქვენთვის – რომის პაპი

96
BeFunky-collage (8)

რომის პაპი ფრანცისკე საქართველოს პრეზიდენტს და მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

“მაშინ როდესაც საქართველო აღნიშნავს თავის ეროვნულ დღესასწაულს, მე თქვენ და თქვენს თანამემამულეებს გისურვებთ მშვიდობის, კეთილდღეობისა და ჯანმრთელობის გულწრფელ სურვილებს.

ვუერთდები ქართველი ხალხის ბედნიერებას, ტკივილებსა და მათ მოლოდინებს, განსაკუთრებით COVID-19- ის პანდემიის ამ რთულ მომენტში, მე შევთხოვ უფალს დახმარებას, ისეთი ერის მშენებლობაში, სადაც ყველა შრომობს მშვიდობისა და ყველას კეთილდღეობისათვის.

მთელი გულით ვლოცულობ თქვენთვის და საქართველოსთვის ღვთის მადლის სიუხვისათვის”, – აღნიშნულია რომის პაპის მისალოც წერილში.

პოპულალურები