LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვუდი ალენის 5 ყველაზე გამორჩეული ფილმი უქმეებისთვის

2641
woodi-alen-movies-news

მართალია, სულ რამდენიმე დღის წინ ვუდი ალენს 84 წელი შეუსრულდა, მაგრამ მაინც ჩვეულ მხნეობას ინარჩუნებს და ახალ ფილმებზეც ძველი ენთუზიაზმით მუშაობს.

fotuna.ge  გთავაზობთ ვუდი ალენის 5 ყველაზე გამორჩეულ ფილმს:

„მატჩ პოინტი“ – სწორედ 2005 წელს გადაღებული ტრილერით დაიწყო ვუდი ალენისა და სკარლეტ იოჰანსონის თანამშრომლობა, რომელიც მოგვიანებით კიდევ რამდენიმე ფილმში გაგრძელდა. სხვათაშორის, ‘მატჩ-პოინტი“, რომელიც ალენის ერთ-ერთი პირველი ევროპული ფილმია, „ოსკარის“ პრემიით დაჯილდოვდა საუკეთესო ორიგინალური სცენარის ნომინაციაში.

„ჰანა და მისი დები“ – სამგზის „ოსკაროსანი“ კომედია სამი დის სასიყვარულო თავგადასავლებზე, იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა თავისი ფარული ქვეტექსტითა და პერსონაჟთა ხასიათის დეტალური დამუშავებით, რომ 30 წლის შემდეგაც შეინარჩუნა ინტრიგა და მაყურებელის სიმპათია.

„თვარის შუქის მაგია“ – ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის „დიდი გეთსბის“ ეკრანიზება ვუდი ალენმა 2014 წელს გადაწყვიტა და ბრწყინვალედ აღადგინა 1920-იანი წლების ფრანგული რივიერას ატმოსფერო კოლინ ფერტისა და ემა სტოუნის წყალობით.

„მანჰეტენი“ – მართალია, თავად ალენს ისე ძალიან არ მოეწონა საკუთარი ნახელავი, რომ კინოსტუდიას შემდეგი ფილმის სრულიად უანგაროდ გადაღება შესთავაზა, მაგრამ „მანჰეტენი“ სწრაფად იქცა გაქირავების ლიდერად და დღემდე რეჟისორის თაყვანისმცემელთა რჩეულ ფილმად რჩება.

„რომაული თავგადასავლები“ – რომანტიკული კომედია რომის არაჩვეულებრივი ხედებითა და თვითირონიული პეროსნაჟებით, ნამდვილი სიამოვნება ზამთრის სუსხიანი კვირადღის  თბილად გასატარებლად.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები