LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვრჩები ოცნების მხარდამჭერად – ქარსელაძე “დაიცავი საქართველოს” შეკრებაზე

282
gjy

„მე მმართველი გუნდის მხარდამჭერი ვარ და ეს არ შეიცვლება, აქ მოვედი, რადგან მაინტერესებს რას ემსახურება ეს შეკრება, – ამის შესახებ მომღერალმა ნინი ქარსელაძემ „დაიცავი საქართველოს“ შეკრებაზე განაცხადა. მისი თქმით, მან შეკრების ორგანიზატორების მთავარი მიზნები მოისმინა, რასაც არ იზიარებს.

შესაბამისად, ქარსელაძე საზოგადოებრივ მოძრაობა „დაიცავი საქართველოსთან“ თანამშრომლობას გამოვრიცხავს. მომღერალი ამბობს, რომ  ქვეყანაში ბევრ პრობლემას ხედავს, მაგრამ დარწმუნებულია იმაში, რომ საქართველო დგას სწორ გზაზე და ამ გზას არ გადაუხვევს.

„აქ მოსვლის მიზანი ემსახურება იმას, რომ მოვისმინო მათი პოზიციები. მაინტერესებს ყველაფერი, რასაც საუბრობენ მოვისმინო უფრო ვრცლად, ვიდრე ტელევიზიების საშუალებით ვისმენდი. მხოლოდ და მხოლოდ ეს არის მიზანი. დარწმუნებული ვარ, ჩემი პოზიციები იქნება მყარი და ვრჩები „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერად. ყველა მოქალაქეს აქვს უფლება, მივიდეს იქ, სადაც სურს. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი პრობლემა და გამოწვევა, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაშია, მხოლოდ მმართველ ძალას შეუძლია რომ დაძლიოს. ჩვენი ქვეყანა დღეს დგას სწორ გზაზე და ამ გზას არ მინდა, რომ გადავუხვიოთ. მომავალში გამოვრიცხავ ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას, რადგან მე მმართველი გუნდის მხარდამჭერი ვარ და ეს არ შეიცვლება , ასე ვფიქრობ, დღევანდელი გადმოსახედიდან ამაში დარწმუნებული ვარ“, – განაცხადა ნინი ქარსელაძემ.

მოძრაობა დაიცავი საქართველოს პრეზენტაციას ქართული ოცნების სხვა მხარდამჭერი მომღერლებიც ესწრებოდნენ. მათ შორისაა დათო ხუჯაძე და ძმები გაჩეჩილაძეები.
მოძრაობა დაიცავი საქართველოს სათავე ქართული ოცნების ყოფილმა მხარდამჭერმა, დავით მაღრაძემ დაარსა. მაღრაძის განცხადებით, მოძრაობა სახალხო ფრონტის იდეაზეა დაარსებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები