LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

#votefortbilisi – ჩვენი დედაქალაქი ევროპის საუკეთესო ტურისტული მიმართულების კონკურსის კანდიდატია

598
tbilisi-3

დედაქალაქს ჩვენი ხმა სჭირდება – კახა კალაძის ინფორმაციით, თბილისი 2020 წლის ევროპის საუკეთესო მიმართულების კონკურსის კანდიდატად შეირჩა.

„კონკურსში თბილისის კონკურენტი ქალაქები არიან: ლონდონი, ვენა, ათენი, რომი, ამსტერდამი, პრაღა, ბრიუსელი, კრაკოვი, პარიზი, ვალენსია, ლუგანო და ა.შ. ამ კონკურსში გამარჯვება თბილისის ტურისტული პოპულარიზაციისათვის ერთ – ერთი საუკეთესო საშუალებაა. ჩვენ ყველა პლატფორმა უნდა გამოვიყენო, რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქალაქი იყოს ყველაზე მიმზიდველი, ყველაზე პოპულარული. ყოველწლიურად იზრდება ტურისტების რაოდენობა, რაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. ეს აისახება ეკონომიკაზე, ქვეყნის განვითარებაზე, წინსვლაზე. შემთხვევითი არ არის, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი ვითარდება, ახალი სასტუმროები ჩნდება, ჰოსტელები, კაფე-ბარები, ეს ნიშნავს, რომ ახალი სამუშაო ადგილები იქმნება და ადამიანებს ახალი შესაძლებლობები ეძლევათ. ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ევროპაში, მსოფლიოში ყველა პლატფორმა გამოვიყენოთ სადაც თბილისი იქნება წარმოდგენილი. ყველას ვაჩვენოთ, როგორი მაგარი ქალაქია თბილისი, როგორი მაგარი ხალხი ვართ, როგორი სტუმარ-მასპინძლობა ვიცით, როგორი კულტურა და ტრადიციები გვაქვს”, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისში მერიის ინფორმაციით, კონკურსზე ხმის მისაცემად შექმნილია სპეციალური ლინკი: www.vote.ebdest.in, ხმის მიცემა იწყება 2020 წლის 15 იანვარს, თბილისის დროით 03:00 ზე (ღამით) და სრულდება 5 თებერვალს 14:59 საათზე. ხმის მიცემა ერთი IP მისამართიდან შესაძლებელია 7 დღეში ერთხელ, ყოველგვარი რეგისტრაციის გარეშე. კონკურსზე თბილისის მხარდასაჭერად შექმნილია სპეციალური ჰეშთეგიც #votefortbilisi.

აღნიშნული კონკურსის გამარჯვებულები სხვადასხვა წლებში იყვნენ: ბუდაპეშტი, ლისაბონი, ვენა, კოპენჰაგენი, პორტო, ლიუბლიანა, ზაგრები და ა.შ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები