LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვოლსკი: სააკაშვილს სამონასტრო არც ადრე და არც ახლა არაფერი ეტყობა – ათასობით ადამიანს და მთელ სახელმწიფოს სიცოცხლე გაუმწარა

277
Untitled design - 2022-01-19T175834.297

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, მეუფე ნიკოლოზის ინიციატივის კომენტირებისას, რომელიც სახელმწიფოს სთავაზობს, სააკაშვილი მის ეპარქიაში შინაპატიმრობაში იყოს, განაცხადა, რომ „დანაშაულის ეს ხარისხი შინაპატიმრობას არ ითვალისწინებს“.

"შემიძლია გამოვყო სივრცე..." - მეუფე ნიკოლოზი ხელისუფლებას სთავაზობს სააკაშვილი შინაპატიმრობაში მის ეპარქიაში იყოს

„ბუნებრივად არის დაცული ჩემი ეპარქია, თუმცა ეს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს დაცვა და ყველაფერი“ - მეუფე ნიკოლოზი

„ამ დონის დანაშაულისათვის კანონი შინაპატიმრობას ან სამაჯურით გაშვებას არ ითვალისწინებს. კანონი ერთია და თუ იქ რაღაც რელიგიურ მოქცევას ან სინანულში ჩავარდნას გულისხმობს მეუფე, ეს მეორე საკითხია, რაშიც ყველა ექსპერტი ვერ იქნება.

ამ კაცს, სააკაშვილს სამონასტრო არც ადრე და არც ახლა არაფერი ეტყობა. არ მინდა სარკასტული ვიყო, მაგრამ რეალურად ადამიანზეა ლაპარაკი, რომელმაც ათასობით ადამიანს და მთელ სახელმწიფოს სიცოცხლე გაუმწარა, გადაიარა ოჯახებზე. სისხლის გუბეები დააყენა.

რეალურად მოახდინა ის, რასაც ოკუპაცია ჰქვია და ახლა ამ ადამიანზეა საუბარი, რომ ის წავა მონასტერში და მოინანიებს – გაგიგონიათ მისგან მონანიების სიტყვა?“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) განაცხადა: სახელმწიფოს ვთავაზობ გამოსავალს, სააკაშვილი იყოს შინაპატიმრობაში ჩემს ეპარქიაში.

„მზად ვარ, ყველანაირი პირობა შევქმნა და სივრცე გამოვყო“, – განაცხადა მეუფემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები