ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე იგი, ფაქტობრივად ტოლობის ნიშანს სვამს ოკუპანტი რუსეთის და დასავლეთის მიდგომებს შორის, როგორც უკრაინის ასევე საქართველოსთან მიმართებაში,“- ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს, რომელიც უკრაინისა და ევროკავშირის ურთიერთობებს ეხებოდა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გახდა, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლებმა ქვეყნის პარტნიორებთან შეთანხმებული სტრატეგია დააიგნორა, რითაც რუსეთს ოკუპაციის შესაძლებლობა მისცა.

“მინდა ყურადღება გავამახვილო ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის ახლა უკვე დაუფარავ გზავნილზე მისი პოლიტიკური ხედვის შესახებ, რომელიც მან წარმოადგინა მიმდინარე წლის 12 აპრილს, ვარშავაში უკრაინულ დიასპორასთან შეხვედრის დროს. ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე, იგი ფაქტიურად ტოლობის ნიშანს სვამს ოკუპანტი რუსეთის და დასავლეთის მიდგომებს შორის, როგორც უკრაინის, ასევე საქართველოსთან მიმართებაში.
შექმნილ რთულ ვითარებაში, როდესაც უკრაინისათვის საერთაშორისო თანადგომა, ისევე როგორც საქართველოსათვის, გადამწყვეტი პირობაა, სააკაშვილი მიუთითებს, რომ განვითარებული უკრაინა და განვითარებული საქართველო არავის სჭირდება “კოლონიალური პოლიტიკის” გამტარებელ ევროკავშირში”,- ამბობს ვოლსკი.

მიხეილ სააკაშვილმა უკრაინელებს სახელისუფლებო სისტემის რეფორმირების ახალი გეგმა გააცნო. ცვლილებების აუცილებლობაზე საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ვარშავაში ილაპარაკა, სადაც უკრაინულ დიასპორას შეხვდა.

მსგავსი თემები