LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვოლსკი გვარამიას პროკურატურაში დაბარებაზე: არ შეიძლება ადამიანმა რაღაც დააშავოს და არ ჰქონდეს პასუხი

125
239186363

„არ შეიძლება, რომ ადამიანმა, რაღაც დააშავოს, არ ჰქონდეს პასუხი,” – ასე ეხმაურება ნიკა გვარამიას გამოკითხვაზე დაბარებას და მის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას, მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი. პარლამენტის ვიცე-სპიკერი ამბობს, რომ ნიკა გვარამიამ მის მიმართ არსებულ კითხვებს, პასუხები უნდა გასცეს.

მისივე თქმით, გვარამიას განცხადებები, თითქოს დაწყებული გამოძიება მის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ აქტივობას უკავშირდება, სიმართლეს არ შეესაბამება.

„არ შეიძლება, რომ ადამიანმა, რაღაც დააშავოს, არ ჰქონდეს პასუხი, თუკი ეს ბრალდებაა და არა დანაშაული და საზოგადოებას ატყუებდეს, რომ ეს მის გარკვეული პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი აქტივობის პრევენციას უკავშირდება. ყველა შემთხვევაში არსებობს დანაშაული, ამ დანაშაულს პასუხი უნდა გაეცეს. თუკი არ არსებობს დანაშაული, ამის დამტკიცებაც გარკვეულ რეჟიმში ხორციელდება,“-ამბობს გია ვოლსკი.

რუსთავი 2-ის ყოფილ გეენრალურ დირექტორს სასამართლოში ელოდებიან. ნიკა გვარამია მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება.

თავდაპირველად გვარამია პროკურატურაში დაიბარეს, რაზეც მან უარი განაცხადა. გამოძიება სამაუწყებლო კომპანიის 9 პროცენტიანი წილის ყოფილი მფლობელის ნინო ნიჟარაძის საჩივრის საფუძველზე დაიწყო.

საუბარია დიდი ოდენობით თანხის მითვისების, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით ქონების გადამალვასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები