LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვოლოდიმირ ზელენსკი ლვოვში რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა – რა საკითხების განხილვაა დაგეგმილი

123
ერდოღანი ზელენსკი

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლვოვში ჩავიდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია თურქულ გამოცემა Haberturk-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

თურქული მედიის ცნობით, ერდოღანს თან რამდენიმე თურქი მაღალჩინოსანი ახლავს, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ, თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, ფატიჰ დონმეზი, სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის მინისტრი, ვაჰიტ კირიშჩი.

გამოცემა წერს, რომ ეს ერდოღანის პირველი ვიზიტია უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ.

ქალაქ ლვოვში იმყოფება გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიუ გუტერეში, რომელმაც დილიდან უკრაინაში რამდენიმე შეხვედრა გამართა. სამმხრივი მოლაპარაკებები ლვოვში ცოტა ხანში დაიწყება.

თურქული პრესის ინფორმაციით, ერდოღანი უკრაინელ კოლეგას პუტინთან შეხვედრას შესთავაზებს. შეხვედრაზე ასევე განხილული იქნება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკითხიც, რომელიც ამ დროისთვის რუსეთის ჯარს აქვს ოკუპირებული.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროისადგური მნიშვნელოვანია იმ მხრივაც, რომ რუსეთის მხრიდან ახალი მუქარა ისმის. ოკუპანტები პროვოკაციებზე საუბრობენ, რომელიც თითქოსდა უკრაინის მხრიდან არის მოსალოდნელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები