LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვოგის“ წლის მთავარ მოდურ წვეულებაზე ქართველი დიზაინერების სამკაულებს წარმოადგენენ

173
ვოგი

წლის მთავარ მოდურ საღამოზე, რომელსაც ცნობილი გამოცემა „ვოგი“ აწყობს – Vogue Fashion’s Night Out, ქართველი დიზაინერების სამკაულებიც იქნება წარმოდგენილი. ამის შესახებ რუსული „ვოგის“ ინტერნეტგამოცემა წერს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, „ყველაზე მაგარი სამკაულები ამ საღამოს ქართველი დიზაინერების კუთხეში უნდა მოძებნოთ. მათ შორის წარმოდგენილი იქნება და საშუალება გექნებათ, მოირგოთ ისეთი ბრენდების ნამუშევრები, როგორებიცაა: Liya, Natia x Lako, Khoshtrik, Eshvi, Silhouette და Nino Sepo“. „ვოგი“ აქვეყნებს რამდენიმე ნამუშევარს, რომელთაც, მათი აზრით, დამთვალიერებელმა, აუცილებლად უნდა მიაქციოს ყურადღება. 

გარდა ამისა, როგორც „ვოგი“ აღნიშნავს: „მომხმარებელს დახვდება ბრენდის Liya წარმომადგენელი, ლია გოგიტიძე და თავად მოუყვება, როგორ შეძლო, საკუთარი ბრენდი შეეყვარებინა მოდური ქალბატონებისთვის მთელი მსოფლიოდან, მათ შორის, ახალგაზრდა ბლოგერებიც არიან და პრინცესა რანიაც. ამის გაგება 3 სექტემბერს შეგეძლებათ“. 

 

View this post on Instagram

 

A post shared by L I Y Λ (@liya__official) on

 

View this post on Instagram

 

What about Monday? Black is always good idea!

A post shared by ESHVI JEWELLERY (@eshvi) on

 

View this post on Instagram

 

When silver meets white!

A post shared by Silhouette Jewelry (@silhouette_jewelry) on

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები