LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვლადიმირ პუტინისა და ჯორჯ ბუშის ცეკვა – კრემლი აქამდე უცნობ კადრებს ავრცელებს (ვიდეო)

492
puuu

კრემლი ვლადიმირ პუტინის 20-წლიანი მმართველობის შესახებ მასალას ავრცელებს, რომელშიც აქამდე უცნობი, ჯორჯ ბუშისა და ვლადიმირ პუტინის ცეკვის ამსახველი კადრები მოხვდა.

ვიდეოში, რომელიც 2008 წელს სოჭშია გადაღებული, ჩანს, როგორ ცეკვავენ რუსეთისა და შეეთებული შტატების ლიდერები.

სოჭში სამიტი გაიმართა, რომელზეც შტატების პრეზიდენტმა ნატოში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებას დაუჭირა მხარი. სამიტის შემდეგ პუტინი და უმცროსი ბუში ერთმანეთს შეხვდნენ.

ეს იყო ბოლო შეხვედრა ორი ქვეყნის ლიდერებისთვის პრეზიდენტის რანგში. დაახლოებით ერთ თვეში, ვლადიმირ პუტინი რუსეთის პრემიერ-მინისტრი გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები