LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვლადიმერ ზელენსკის კორონავირუსი დაუდასტურდა

175
epa08728649 Ukraine's President Volodymyr Zelensky ahead of a meeting with British Prime Minister Boris Johnson in 10 Downing Street, Central London, Britain, 08 October 2020.  EPA-EFE/WILL OLIVER / POOL

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში, „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე დაწერა.

„არ არსებობენ მსოფლიოში იღბლიანები, ვისთვისაც “კოვიდ-19” საფრთხეს არ წარმოადგენს. მიუხედავად ყველა საკარანტინე ღონისძიებებისა, მეც მივიღე დადებითი შედეგი. ტემპერატურა 37.5 მაქვს, ყველას ვუსურვებ 36.6-ს! თავს კარგად ვგრძნობ. პირობას ვდებ, რომ ვიქნები იზოლირებული და განვაგრძობ მუშაობას. უმეტესობამ დაძლია “კოვიდ -19” და მეც გადავიტან. ყველაფერი კარგად იქნება“ , – წერს ვლადიმერ ზელენსკი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები