LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვლადიმერ ზელენსკი კარგი მსახიობია – ვლადიმერ პუტინი

221
ვლადიმერ პუტინი

რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი იმედოვნებს, რომ ოდესმე გაიცნობს უკრაინის ახალ ლიდერს ვლადიმერ ზელენსკის და დასძინა, რომ ის კარგი მსახიობია. თუმცა, ერთი საკითხია ვინმე ითამაშო, მეორე კი – იყო ვინმე.

„მე ამ ადამიანს არ ვიცნობ. ვიმედოვნებ, ოდესმე გავიცნობთ ერთმანეთს. როგორც ჩანს, ის კარგი სპეციალისტია იმ სფეროში, რომელშიც ამ დრომდე მუშაობდა – ის კარგი მსახიობია“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე, რომელზეც ზელენსკისთან შესაძლო კონტაქტებზე კითხვას უპასუხა.

მის ბოლო სიტყვებს დარბაზის სიცილი და აპლოდისმენტები მოყვა. „მე სერიოზულად ვსაუბრობ, ესენი კი იცინიან“ , – განაცხადა კრემლის ლიდერმა.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ ითამაშო, ტალანტია საჭირო.

„ზუსტადაც. უამრავი ტალანტია და ერთ-ერთია – გარდასახვის ნიჭი. შენ ყოველ ათ წუთში ერთხელ შეგიძლია შეიცვალო ამპლუა – „პრინცის“ და „ღარიბის“. იქაც და იქაც დამაჯერებელი უნდა იყო. ეს კი მართლაც ტალანტია. იმისთვის კი, რომ დაკავდე სახელმწიფოებრივი საქმეებით, სხვა თვისებებია საჭირო“ – განაცხადა პუტინმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები