LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინი და პომპეო სოჭში ერთმანეთს შეხვდნენ

286
pompeoputini

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ერთმანეთს სოჭში შეხვდნენ.

ვლადიმერ პუტინმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტისგან ის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაუმჯობესების სურვილს ხედავს. ვლადიმერ პუტინმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ რუსეთი არ ჩარეულა აშშ-ში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ვენესუელაში არსებული კრიზისული სიტუაცია იყო. პომპეომ განაცხადა, რომ დროა, ნიკოლას მადურომ დატოვოს პრეზიდენტის პოსტი და ის მოუწოდებს რუსეთის პრეზიდენტს, შეწყვიტოს მადუროს მხარდაჭერა.

ვლადიმერ პუტინთან შეხვედრამდე მაიკ პომპეო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები