LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიზიტი ცხადი ნიშანია იმ ინტერესისა, რასაც შარლ მიშელი და ევროკავშირი იჩენენ საქართველოს მიმართ – კარლ ჰარცელი

87
befunky-collage-8-2020-12-19-10-37-33-442932

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი ახლო პარტნიორის მიმართ ევროკავშირის ინტერესის ცხადი ნიშანია. მისი თქმით, შარლ მიშელს ხვალ ბევრი შეხვედრა აქვს დაგეგმილი და საუბარი შედგება ყველა მხარესთან. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შარლ მიშელის დახვედრის ცერემონიაზე განუცხადა.

„მოუთმენლად ველით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტს. ეს არის ცხადი ნიშანი იმ ინტერესისა, რასაც შარლ მიშელი და ევროკავშირი იჩენენ ჩვენი ახლო პარტნიორის, საქართველოს მიმართ. ხვალ დატვირთული დღე იქნება, დაგეგმილია ბევრი შეხვედრა. რა თქმა უნდა, იქნება ყველა მხარესთან საუბრის ბევრი შესაძლებლობა საქართველოს პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით“.  – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ელჩის თქმითვე, ხვალ ასევე შედგება თბილისში ევროკავშირის დელეგაციის ახალი შენობის ინაუგურაცია.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ოფიციალურ შეხვედრებს ხვალიდან დაიწყებს, ხოლო ქვეყანას 2 მარტს დატოვებს.

თბილისის შემდეგ კი მას აღმოსავლეთ პარტნიორობის კიდევ ერთ სახელმწიფოში, უკრაინაში ელოდებიან.

ამავე თემაზე:

შარლ მიშელს ექნება შესაძლებლობა პარტიების წარმომადგენლებს შეხვდეს და განიხილოს ის გზები, რომელიც აუცილებელია სიტუაციის დეესკალაციისთვის – ზალკალიანი

“ვიზიტი ვაქცინების მიმართულებითაც იქნება მნიშვნელოვანი” – რა გზავნილებს ჩამოიტანს საქართველოში შარლ მიშელი, პოლიტიკური შეფასებები

ეს ნიშანია, რომ მეგობრები ყველაფერს აკეთებენ, რათა კრიზისიდან გამოგვიყვანონ – იაგო ხვიჩია შარლ მიშელის ვიზიტზე

საქართველოში ვიზიტამდე: შარლ მიშელი მოლდოვის პრეზიდენტს შეხვდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები