LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვითიბის” მხარდაჭერით, განახლებული მრგვალი ბაღი გაიხსნა

744
67340967-2849882575028324-9061623602847154176-n

თბილისში, „ვითიბი ბანკისმხარდაჭერით, განახლებული მრგვალი ბაღი გაიხსნა. საგანგებოდ ამ დღისთვის, ბაღში მუსიკოს დავით ევგენიძის კონცერტი გაიმართა. გარდა ამისა, ბავშვებისთვის გასართობი პროგრამა იყო წარმოდგენილი.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში სრულად განახლდა ბაღის ინფრასტრუქტურა: შეიცვალა გარე განათების სისტემა; მიწისქვეშ მოექცა საკომუნიკაციო კაბელები; ავტორის თანხმობითა და მონაწილეობით სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა შადრევანს – ,,პატარა უფლისწული“, ხოლო მის ირგვლივ მოეწყო დრენაჟის ფუნქციის მქონე ბუნებრივი ქვების კომპოზიტური საფარი; დამონტაჟდა სკამები განათებით, ასევე, დეკორატიული სანათები; საფეხმავლო ბილიკი მოპირკეთდა ტრავერტინის ფილებით.

რაც შეეხება გამწვანებას, დაიგო 1000 მრულონური ბალახი, ჩატარდა მულჩირების სამუშაოები, მოეწყო სარწყავი სისტემა და დაირგო შემდეგი სახეობის ბუჩქები: ფოტინია, ლორო ტეტალუმი, წყავი, ფიტო სპორუმი, უთხოვარი, წყავი და ჭყორი.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დაკვეთით შპს „გრინსერვის+“-მა შეასრულა. პროექტის განხორციელებაში ასევე ჩართული იყო გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური, „თბილსერვის ჯგუფი“ და „ეკოსერვის ჯგუფი”. პროექტის განხორციელებისთვის ჯამში 515 000 ლარი დახარჯა.

მრგვალი ბაღის რეაბილიტაციის პროცესში მონაწილეობდნენ კომპანიები „ენსისი“ და „ამბიენსი“, რომლებმაც ბაღში დეკორატიული სანათები და სკამები განათებით უსასყიდლოდ დაამონტაჟეს.

განახლებული მრგვალი ბაღის გახსნას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები