LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ვითიბი ბანკის” თასზე საცხენოსნო ტურნირი იწყება

84

თბილისის იპოდრომზე ”ვითიბი ბანკის” თასზე – VTB CUP საცხენოსნო ტურნირი გაიმართება. შეჯიბრი მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპია და 17 -დან 19 ივნისის ჩათვლით ჩატარდება.

მონაწილეები ერთმანეთს წინაღობათა გადალახვაში შეეჯიბრებიან. ღონისძიების ორგანიზატორი საქართველოს საცხენოსნო სპორტის ფედერაციაა, გენერალური სპონსორი კი ”ვითიბი ბანკი”.

”ვითიბი ბანკიში” აქტიურად განაგრძობს ქართული სპორტის მხარდაჭერას, უკვე მესამე წელია ამ ტურნირის გენერალური სპონსორები ვართ და ამასთან ერთდ საცხენოსნო სპორტის ფედერაციას 2013 წლიდან უჭერთ მხარს. ვფიქრობთ, რომ სპორტის ამ სახეობის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. ვისურვებდით,  მეტი ადამიანი დაკავდეს ცხენოსნობით.  ეს ტურნირიც, ”ვითიბის თასზე”, სწორედ ამ მიზანს ემსახურება”, – განაცხადა ”ვითიბი ბანკის” ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი ბარკალაიამ.

როგორც ”ფორტუნას” ბანკიდან აცნობეს,  ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ მხედრები საქართველოდან და ირანიდან. მსაჯთა  კოლეგიაში წარმოდგენილი იქნებიან მსაჯები საქართველოდან, პოლონეთიდან,  ლიტვიდან და თურქეთიდან. ტურნირზე დასწრება თავისუფალია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები