LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვისთვის კეთდება ზებრა იუსტიციის სახლის წინ და რის გათვალისწინება მოუწევს მერიას

658
119742069-1479471718918658-707151390669169779-n

დედაქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, მოძრაობის უსაფრთხოებისა და ტრანსპორტის მოძრაობის მოწესრიგების მიზნით, ხორციელდება გზების, ბორდიურების, ზებრა გადასასვლელის, შუქნიშნების და ა.შ. მოწყობა. ამავე პროექტის მიხედვით, მერიის გადაწყვეტილებით, დაიგეგმა და განხორციელდა ქალაქში ე.წ. კუნძულების მოწყობა. ამ დროისათვის თბილისში რამდენიმე მსგავსი მონაკვეთი უკვე ფუნქციონირებს, რამდენიმე კუნძულის მოწყობის სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

უსაფრთხოების კუნძულის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზეც. იუსტიციის სახლის წინ, გადასასვლელი ხიდის ქვეშ, ზებრა გადასასვლელის მოწყობა ხორციელდება. “ფორტუნას” მერიაში განუმარტეს, რომ აღნიშნული პროექტი, მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურული პროგრამის ნაწილია.

საფრთხეში ჩაგდებული სიცოცხლე: ხიდების ნაცვლად ზებრები და შუქნიშნები

“თბილისის მერიის ტრანსპორტის განვითარების სააგენტო, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, აწარმოებს ქვეითთათვის განკუთვნილი ზებრა გადასასვლელებისა და ე.წ. უსაფრთხოების კუნძულების მონტაჟს”, – გვპასუხობს დედაქალაქის მერია.

კუნძლების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს როგორც იუსტიციის სახლთან, ასევე ვახუშტისა და თამარ მეფის ხიდებს შორის ტერიტორიაზეც.

ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე “ფორტუნასთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ გადასასვლელების მოწყობის მომხრეა, თუმცა ყველა მსგავსი სახის მონაკვეთი, შუქნიშნით უნდა დარეგულირდეს. დავით მესხიშვილის განმარტებით, ტენდენცია, რომელსაც დედაქალაქის მერია ითვალისწინებს, არის თანამედროვე. კონკრეტულად კი მიწისქვეშა გადასასვლელების ზევით მოწყობილ ზებრა გადასასვლელს, თავისი გამართლებაც და დადებითი მხარეც გააჩნია (მაგალითისთვის, ახლახან ასეთი რამ ბარათაშვილის ქუჩაზე, კოლმეურნეობის მოედანთან მოეწყო. ასევეა რესპუბლიკის მოედანზე, “რედისონის” მოპირდაპირედ).

“ზებრა-გადასასვლელის კეთებას ცოდნა უნდა, ცოდნა!”

“წესით, 4-ზოლიან მოძრაობაში უნდა გააკეთონ შუქნიშანი და ეს იქნება უსაფრთხო. გადასასვლელების გაკეთების წინააღმდეგი ვერასოდეს ვერ ვიქნები, მაგრამ ეს უნდა იყოს უსაფრთხო და შუქნიშნებით დარეგულირებული.

მიწისქვეშა გადასასვლელების ზევით რომ ზებრა გადასასვლელები მოეწყო, ამას აქვს ორი ახსნა. ერთი ის, რომ შშმ პირებისთვის იყოს უფრო მოსახერხებელი და მეორე – ჯანმრთელობის პრობლემა ვისაც აქვს, იმათმა ისარგებლონ. საერთოდ, თანამედროვე მიდგომა იცნობს ასეთ ტენდენციას, რომ გზის დონეზე იყოს გადასასვლელი მოწყობილი, ანუ გზის საფარის დონეზე და არა მის ზევით ან ქვევით. ამაში სერიოზულ კატასტროფას ვერ ვხედავ, მთავარი პრინციპია, რომ იყოს უსაფრთხოება დაცული.

ამ გადასასვლელებზე უსაფრთხოების დაცვა შესაძლებელია მაშინ, როდესაც 2, 3, 4 და ბევრ ზოლიან მოძრაობაში აუცილებლად უნდა იყოს შუქნიშანი მოწყობილი. ყველა სხვა შემთხვევაში, ქვეითი, რომელიც მოძრაობს ზებრა გადასასვლელზე, მისი შემჩნევა მძღოლების მიერ ვერ ხდებ ხოლმე  და ეს ქმნის პრობლემას”, – განაცხადა დავით მესხიშვილმა.

მესხიშვილი განმარტავს, რომ მას მერიაში შეხვედრა ჰქონდა, სადაც მისი მოსაზრება – რამდენიმეზილიან მოძრაობაში შუქნიშნებით დარეგულირებაზე, გაიზიარეს. რაც შეეხება ე.წ. კუნძულების მოწყობასთან დაკავშირებით, აცხადებს, რომ:

“მე მქონდა კომუნიკაცია ტრანსპორტის სფეროს წარმომადგენელებთან თბილისის მერიაში და ისინი იზიარებენ ჩემს პოზიციას, რომ როცა რამდენიმე ზოლიანი მოძრაობა არის, იქ ზებრა გადასასვლელი უბრალოდ კი არ უნდა დაიხაზოს, არამედ დარეგულირდეს შუქნიშნით.
კუნძულები უსაფრთხოების ნაწილში უმნიშვნელოვანესია, მაგრამ სწორად უნდა გაკეთდეს, კვლევებზე დაყრდნობით, პროგრამულად სწორად შეირჩეს და ა.შ. კუნძულების ნაწილში მთავარია გაკეთდეს სწორად და კომპეტენტურად”, – აღნიშნა მესხიშვილმა.

პოპულალურები