დისკზე ჩაწერილი ექსპერტიზის შედეგები უკვე საქართველოშია. მამუკა ხაზარაძის ქართველმა ადვოკატებმა ინგლისიდან იმ წერილის თითის ანაბეჭდების შესახებ მიიღეს ინფორმაცია, რომელიც ბიზნესმენის მტკიცებით, მას გიორგი გახარიამ გაუგზავნა. 

“ლონდონის ექსპერტიზამ დაადასტურა და მკაფიოდ არის აღმოჩენილი ათეულობით ანაბეჭდი წერილის ორივე გვერდზე. ანაბეჭდები იმდენად მკაფიოდ არის, რომ შესაძლებელია საქართველოს მოქალაქეების ანაბეჭდებთან შედარება“, – აცხადებს ხაზარაძე-ჯაფარიძის ადვოკატი ეკა ეგუტია.

მისი თქმით, ეს უკვე გენარალური პროკურატურის პრეროგატივაა, რომ გამოძიება განაახლოს. 

კიდევ ერთი ადვოკატი ზვიად კორძაძე განმარტავს, რომ წერილზე ათეულობით ანაბეჭდია და არც ისე რთული დასადგენია, ეს ანაბეჭდები ვის ეკუთვნის. 

“ინგლისს საქართველოს მოქალაქეების ანაბეჭდების ბაზა არ გააჩნია, შეუძლებელია, ამ ეტაპზე ითქვას ზუსტად, ვისი ანაბეჭდება ზედ“, – აცხადებს კორძაძე.

 

არის თუ არა წერილზე გახარიას ან მასთან დაკავშირებული პირის ანაბეჭდები, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

იურისტები ამბობენ, რომ თავად მამუკა ხაზარაძემ გამოძიებას უკვე მიაწოდა ინფორმაცია, ვის აჩვენა, სად ჰქონდა წერილი მიტანილი და ვისი ანაბეჭდები შეიძლება იყოს წერილზე. 

დისკს პროკურატურაში უახლოეს მომავალში წარადგენენ.

 

 

 

მაია მამულაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები