LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვისაც სიგუას ჭირისუფლობისკენ უწევს გული, ჯერ ამ ფილმს უყუროს… მისი სიონში გადასვენება არის ფსკერი – გიორგი კალანდია “დახვრეტილ საქართველოს” აქვეყნებს

3752
pjimage (1)

საქართველოს ხელოვნების მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში საკუთარ დოკუმენტურ ფილმს “დახვრეტილი საქართველო” აქვეყნებს და წერს: “ვისაც სიგუას ჭირისუფლობისკენ უწევს გული, ჯერ ამ ფილმს უყუროს!.. თენგიზ სიგუას სიონის ტაძარში გადასვენება არის ფსკერი!”.

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა რამდენიმე დღის წინ, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. სიგუა გამსახურდიას მთავრობის დამხობის შემდეგ პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა, 1992 წლის 8 ნოემბერს კი პრემიერ-მინისტრი გახდა. სიგუა პრემიერ მინისტრის თანამდებობიდან 1993 წლის 5 აგვისტოს გადადგა, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მთავრობის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტი უარყო.

2011 წელს “რია ნოვოსტისთვის” მიცემულ ინტერვიუში თენგიზ სიგუამ განაცხადა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი საქართველომ დაიწყო: “ჩვენ დავიწყეთ ომი 2008 წელს. ჩვენ დავიწყეთ ცხინვალის დაბომბვა, რამაც ჩარევის უფლება მისცა რუს სამშვიდობოებსა და რუსეთის არმიას”, – აცხადებდა სიგუა.

თენგიზ სიგუას პანაშვიდი სიონის საკათედრო ტაძარში გაიმართება, შემდეგ კი ყოფილ პრემიერ-მინისტრს, სავარაუდოდ საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები