LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვისაც შეუძლია ონლაინ გაყიდვებზე გადავიდეს – მთავრობა კონკრეტულ წესებს შესთავაზებს

288
0-12zc-bS8gmpWH3WI

ეკონომიკის მინისტრის თქმით, ქვეყანაში ამ ეტაპზე არასასურსათო პროდუქციის ონლაინ გაყიდვები პრაქტიკულად აკრძალულია. „მალე შევთავაზებთ კონკრეტულ წესებსა და მოსაზრებებს ყველას, ვისაც შესაძლებლობა აქვს, ონლაინ გაყიდვებზე გადავიდეს“, – ამის შესახებ ნათია თურნავამ ონლაინ გაყიდვების აკრძალვაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ონლაინ გაყიდვების უფლება კომპანიებს მიეცემათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი უსაფრთხოების ყველა წესის დაცვას უზრუნველყოფენ. მინისტრის განმარტებითვე, შესაბამისად უნდა იყვნენ აღჭურვილნი ის თანამშრომლებიც, რომლებიც საწყობში განაგრძობენ მუშაობას და ისინიც, ვისაც ესა თუ ის პროდუქტი მომხმარებლისთვის სახლში მიაქვს.

ეკონომიკის სამინისტრო შეამოწმებს, როგორ ახდენენ დამსაქმებლები თანამშრომელთა ტრანსპორტირებას

ყველა ბიზნესის საქმიანობა, ვინც შეასრულებს ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილ წესებს, იქნება დასაშვები

„ვიცი , რომ ეს საკმაოდ მტკივნეული თემაა. ზოგადად, ბიზნესის შეზღუდვა ყოველთვის არასასიამოვნო და მტკივნეულია, მაგრამ კვლავინდებურად მინდა გავიმეორო, რომ ეს პირველ რიგში, ნაკარნახევია იმ აუცილებლობით, რომ ჩვენ ბიზნესებს უნდა მოვთხოვოთ, გადაეწყონ საქმიანობის ახალ წესზე. მაქსიმალურად უნდა დავრწმუნდეთ, რომ ისინი შეძლებენ უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვას. ეს არის დროებითი იძულებითი ზომა, რადგან საკმაოდ დიდი სფერო და საკმაოდ დიდი სისტემაა: იქ არის საწყობები, იქ არის მიტანის სერვისები, იქ არის ოფისები ჩართული. მინდა, მადლობა ვუთხრა ყველა იმ კომპანიას, ვინც ძალიან მოკლე ხანში ააწყო ეს ონლაინ გაყიდვები. მე ძალიან კარგად ვიცი, რა რესურსთანაც იყო ეს დაკავშირებული. ვმუშაობთ იმაზე, მუშაობის როგორ ფორმატსა და მოდელზე გადაწყობის შეთავაზებას შევძლებთ ბიზნესისთვის.“ – განაცხადა თურნავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები