LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვისაც რუსული ბაზრის დახურვა სურს, ისინი არიან ქვეყნის მტრები – ბიძინა ივანიშვილი

120
66860414-2397030913690173-5751191625749495808-o

იმის მსურველები, რომ რუსული ბაზარი უნდა დაიკეტოს, არიან ქვეყნის მტრები, – ამის შესახებ  “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა. ექსპრემიერი ამბობს, რომ მხოლოდ “უმეცრები და უცოდინრები” ითხოვენ ამ ბაზრის ჩანაცვლებას.

სად გაიზარდე? ზრდილობა ისწავლე, შვილო - ივანიშვილი ჟურნალისტს

მან მედიის წარმომადგენელს მოუწოდა კოლეგებისთვის პატივი ეცა. 

“ისინი, ვინც მიგვანიშნებენ “რად გინდათ რუსული ბაზარი, აგერ არის უკრაინის ბაზარი, არის ევროპის ბაზარი და კეთილი ინებეთ… ისინი “კეთილი ინებეთ”-ს არ ამბობენ, სალანძღავი სიტყვებით მიგვანიშნებენ. ისინი არიან აბსოლუტურად უცოდინრები, უმეცრები რომ რუსული ბაზარი აუცილებლად უნდა ჩავანაცვლოთ უკრაინულით ან ევროპულით. თუ მიაქცევთ ყურადღებას, თვითონ ევროპელები როგორ იქცევიან, როგორ ცდილობენ რუსულ ბაზარზე დამკვიდრებას, განვითარებული ევროპული ქვეყნებიც კი. ცხადია, რომ რუსული ბაზრის ჩანაცვლება არ არის იოლი არავისთვის და მით უმეტეს ჩვენთვის. ელემენტარულია ის, რომ პროდუქციის შეტანა და მასზე მომხმარებლის ყურადღების მიქცევა არ არის მარტივი პროცესი. ამას სჭირდება წლები. ჩვენი პროდუქცია უკვე ცნობილია და უკვე ძალიან კარგად იციან, მას ჰყავს მომხმარებელი. დივერსიფიკაცია მოხდა წლების განმავლობაში, როდესაც დაკეტილი იყო რუსული ბაზარი და გრძელდება ეს [დივერსიფიცკაციის] პროცესი. იმის მსურველები, რომ რუსული ბაზარი უნდა დაიკეტოს, არიან ქვეყნის მტრები”, – აცხადებს ივანიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები