LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვის მისცემდით ხმას: “ქართული ოცნება” “ნაციონალებს” თითქმის ორჯერ უსწრებს – IRI-ის კვლევა

136
8-2-d-850

1 500 გამოკითხული რესპოდენტი და საზოგადოების აზრი პოლიტიკური პარტიების მიმართ მხარდაჭერის შესახებ – საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი IRI პარტიების რეიტინგებს აქვეყნებს.

ორგანიზაციამ დასვა შეკითხვა – იმ შემთხვევაში, თუ თქვენთვის სასურველი პარტია საარჩევნო ბიულეტენში არ იქნებოდა, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? გამოკითხულთა პასუხების პროცენტული მაჩვენებელი შემდეგნაირად განადაწილდა:

“ქართული ოცნება” – 33%

“ნაციონალური მოძრაობა” – 15%

“ევროპული საქართველო” – 4%

“სტრატეგია აღმაშენებელი” – 4%

“პატრიოტთა ალიანსი” – 3%

“ლეიბორისტული პატრია” – 3%

“ლელო საქართველოსთვის” – 2%

“გირჩი”- 2%

“ნინო ბურჯანაძე-ერთიანი საქართველო” – 1%

კითხვაზე პასუხი არ იცის 25%-მა.

 

ორგანიზაციამ პირდაპირი ინტერვიუს ფორმით 4-დან 21 აგვისტომდე პერიოდში, 1 500 რესპონდენტი გამოკითხა.

 

„ოცნების“ მთავარი მიღწევა კორონავირუსთან ბრძოლაა: IRI

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები