LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვის ეკისრება პასუხისმგებლობა, მაგ თემაზე ვიკრიბებით – პოლისტსაბჭოს სხდომა ბიძინა ივანიშვილის წინამძღოლობით

390
ocnebis sxdoma

ბიძინა ივანიშვილის წინამძღოლობით „ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს.

სხდომაზე ასევე იმყოფებიან პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და მმართველი გუნდის წარმომადგენლები.

პოლიტსაბჭოს სხდომაზე „ქართული ოცნების“ პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენებზე იმსჯელებენ.

როგორც გია ვოლსკი აცხადებს, მიმდინარე მოვლენებზე კომენტარს პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთებს.

“გუშინდელი მოვლენები გრძელი თემაა, რომელიც ორ სიტყვაში ვერ ითქმის. საშუალება მომეცით, დავესწრო პოლიტიკური საბჭოს სხდომას და შემდეგ გავაკეთებ კომენტარებს. გავრილოვის განცხადებებს დიდად ნუ დაეყრდნობით. ვის ეკისრება პასუხისმგებლობა, მაგ თემაზე ვიკრიბებით. პასუხისმგებლობა პროვოკატორებს ეკისრებათ”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა.

 

 

 

 

დადგება თუ არა კონკრეტული თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი, უცნობია. აღნიშნულზე კომენტარები არ გაკეთებულა.