LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვირუსთან ბრძოლის ეს პერიოდი შეიძლება „გენერალურ რეპეტიციად“ ჩავთვალოთ – ალექსანდრე გოგინავა

147
unnamed

“მომავალში, თუ კორონავირუსი მეორე ტალღა იქნება სამყარო უფრო მომზადებული შეხვდება. ვირუსთან ბრძოლის ეს პერიოდი შეიძლება „გენერალურ რეპეტიციად“ ჩავთვალოთ”,- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ზაფხულის პერიოდი ბევრად უფრო მსუბუქად ჩაივლის.

„ზაფხულში კორონავირუსისგან მეტად თავისუფლები ვიქნებით. მაგრამ წესები მაინც უნდა დავიცვათ. მსოფლიო ასეთი ტიპის პანდემიისთვის ბოლომდე მზად არ აღმოჩნდა. დინამიკაში, თანდათან ბევრი ხარვეზი გამოსწორდა. მომავალში, თუ კორონავირუსი მეორე ტალღა იქნება სამყარო უფრო მომზადებული შეხვდება. ვირუსთან ბრძოლის ეს პერიოდი შეიძლება „გენერალურ რეპეტიციად“ ჩავთვალოთ, რადგან ამ პანდემიამ გვასწავლა, რომ მიკრო სამყაროსთან ბრძოლა საკმაოდ, რთულია“, – აღნიშნა ინფექციონისტმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები