LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვირუსის მეორე ტალღით ხალხის შეშინება არასწორია” – ალექსანდრე გოგინავა

233
1586256447-183843

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა აცხადებს, რომ კორონავირუსის მეორე ტალღა საშიში არ იქნება, რადგან მას უფრო მომზადებული და გამოცდილები შევებრძოლებით. მისი განმარტებით, დაავადების მართვა ახლა უფრო იოლია, ვიდრე 2 თვის წინ. გოგინავა ამბობს, რომ საქართველო ბევრად უფრო მომზადებული შეხვდება ვირუსის მეორე ტალღის შესაძლო შემოტევას. მისი შეფასებით, ამის ვარაუდის საშუალებას იძლევა ქართველი ექიმების გამოცდილება, სამკურნალო მედიკამენტების არსებობა და ის მეთოდი, რომელსაც კოვიდინფექციის წინააღმდეგ გამოიყენება. ამის შესახებ ინფექციონისტმა „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.

„ამ დაავადების მართვა ახლა უფრო კარგად შეგვიძლია, ვიდრე 2 თვის წინ. დაავადების შესახებ ბევრი რამ გახდა ცნობილი: ვიცით მისი კლინიკური მიმდინარეობა, ვიცით ვირუსის ვერაგობა, როდის რა გართულებას უნდა ველოდოთ. რა სიმპტომებია მნიშვნელოვანი. როდესაც ვირუსის მეორე ტალღაზეა საუბარი, მინდა ვთქვა, რომ ეს მეორე ტალღა არ იქნება უფრო საშიში, მას როგორც საქართველო, ასევე მსოფლიო ბევრად მომზადებული შეხვდება. უკვე გვყავს გამოცდილი ექიმები, ვიცით მედიკამენტები, მკურნალობის მეთოდები. ამიტომ მეორე ტალღით ხალხის შეშინება არასწორია. პირიქით, ბევრად უფრო კარგი პლაცდარმი გვექნება, რომ კორონავირუსს შევუტიოთ“, – აღნიშნა ინფექციონისტმა.

პოპულალურები