LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვირუსის ინდური ვარიანტი ჩვენთან, ჯერ-ჯერობით დაფიქსირებული არ არის: ანა კასრაძე

309
BeFunky-collage (10)

ჯერ-ჯერობით, ის მუტაცია, რომელიც დაფიქსირებულია ინდოეთში, ჩვენთან დაფიქსირებული არ არის, ასევე, არ არის ცნობილი ის გავრცელებულია თუ არა სხვა ქვეყნებშიც- ამის შესახებ “ფორტუნას” დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების სამმართველოს უფროსმა განუცხადა.

როგორც ანა კასრაძემ გადაცემაში “დღის თემა” აღნიშნა, საქართველოში ამ ეტაპზე ფართოდ გავრცელებულია ბრიტანული შტამი, ხოლო ის ვაქცინები, რომლებიც ჩვენთან გამოიყენება, ამ შტამის მიმართ ეფექტურია.

“ზოგადად, რაც უფრო ფართო გავრცელება ექნება ვირუსს, მით უფრო მეტად მივიღებთ ჩვენ სხვადასხვა სახის მუტაციებს. რაც შეეხება იმას, თუ რა მოხდა ინდოეთში, პრესამ და მასმედიამ უწოდა მას ე.წ. მუტანტური შტამი, თუმცა ეს მთლად ასეც არ არის.

ინდოეთში ეპიდაფეთქებაა – რეკორდულად მზარდია გარდაცვალების მაჩვენებელი

ინდოეთში გავრცელებული იყო ბრიტანული შტამი, თუმცა მას დაემატა რამდენიმე მუტაცია,მაგრამ არ არის მონაცემები ამ ეტაპზე, ეს არის დომინანტი შტამი თუ არა ინდოეთში. პირველადი მონაცემებით, ინდოეთში ის ორი ვაქცინა, რომელიც მათთან გამოიყენება, ერთ-ერთი არის ასტრაზენეკას მწარმოებელი, ვარაუდობენ, რომ არის ეფექტური ამ ახალი შტამის მიმართაც.

საქართველოში ფართოდ გვაქვს გავრცელებული ბრიტანული შტამი და ის ვაქცინები, რომლებიც ჩვენთან გამოიყენება, ეფექტურია ბრიტანული შტამის მიმართ.

ჯერ-ჯერობით, ის მუტაცია, რომელიც დაფიქსირებულია ინდოეთში, ჩვენთან დაფიქსირებული არ არის. ასევე, არ არის ცნობილი ის გავრცელებულია თუ არა სხვა ქვეყნებშიც. უშუალოდ შტამშია რამდენიმე მუტაცია და ველოდებით დამატებით მონაცემებს. საბედნიეროდ, პირველადი შედეგებით აღნიშნა, რომ  ასტრაზენეკა არის ერთ-ერთი მდგრადი ე.წ. ინდური შტამის მიმართ”- განაცხადა “ფორტუნასთან” საუბარში ანა კასრაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები