LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვირუსი შესაძლოა საჭმლის მომნელებელ სისტემაში დარჩეს და მკურნალობის შემდეგ გაკეთებულ ტესტში დაფიქსირდეს” – ალექსანდრე გოგინავა

124
ჰჰჰ-960x510

მკურნალობის დასრულების შემდეგ გაკეთებულ ტესტში შესაძლოა, არაცოცხალი ვირუსი დაფიქსირდეს, ამ პერიოდში პაციენტი გადამდები არაა და გარშემომყოფთათვის არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს,- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში განაცხადა.

მან ისაუბრა იმ შემთხვევასთან დაკავშირებით, როდესაც მათი კლინიკიდან გაწერის შემდეგ, საკარანტინო სივრცეში გადაყვანილ პაციენტს კორონავირუსის ტესტზე კვლავ დადებითი პასუხი დაუდგინდა.

ალექსანდრე გოგინავას ინფორმაციით, აღნიშნული პაციენტი ორი კვირის წინ, ტესტზე ზედიზედ ორი უარყოფითი პასუხის შემდეგ გაწერეს და პროტოკოლის თანახმად, ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. მისივე განმარტებით, სწორედ თვითიზოლაციაში ყოფნისას გაკეთებული ტესტი აღმოჩნდა დადებითი.

ინფექციონისტი განმარტავს, რომ საქმე რეინფიცირებასთან არ გვაქვს და კოვიდინფექციას მსგავსი „ქცევა” ახასიათებს.

“კლინიკური სიმპტომების გაქრობისა და „პისიარ“ ტესტირების უარყოფითი პასუხების შემდეგ, ვირუსი შესაძლოა დარჩეს, მაგალითად, საჭმლის მომნელებელ სისტემაში და მკურნალობის დასრულების შემდეგ გაკეთებულ ტესტში სწორედ ეს, არაცოცხალი ვირუსი დაფიქსირდეს” – აცხადებს ალექსანდრე გოგინავა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, კორონავირუსზე ტესტის დადებითი პასუხის მიღების კიდევ ერთი ფაქტი დაფიქსირდა, ამჯერად თბილისის ინფექციური საავადმყოფოს პაციენტის შემთხვევაში. მსგავსი ფაქტი რამდენიმე კვირის წინ საჩხერის საავადმყოფოშიც მოხდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები